მილდიანის ბლოგი
მილდიანის ენოთეკა ძველი ღვინოები

მილდიანის ენოთეკა ძველი ღვინოები

ავტორი: მილდიანი
24-09-2018

   საოჯახო მეღვინეობა მილდიანის ენოთეკაში, სხვადასხვა წლის მოსავლის, საუკეთესო ღვინოები ძველდება. აქ თავმოყრილია რამდენიმე მეღვინის მიერ, წლების განმავლობაში დაყენებული ღვინოები. ეს მეღვინეები არიან:  გოგი დაქიშვილი, მიხეილ მესხი და გოგა ხატიაშვილი.

    ღვინოების დაძველებისას აუცილებელია რამდენიმე წელიწადში ერთხელ, შემოწმდეს თითოეული წლის მოსავლის ღვინის ნიმუში. ეს პროცედურა აუცილებელია, რათა სწორად განისაზღვროს სხვადასხვა ღვინის დაძველების დონე და სამომავლო დავარგების პოტენციალი.

   სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად ამ მიზნით მოვიწვიეთ ბატონი მალხაზ ხარბედია და მასთან ერთად შევაფასეთ ჩვენი ღვინოები.

   წარმოდგენილი ღვინის ნიმუშებიდან ყველაზე ძველი, 1998 წლის მოსავლის კაბერნე სოვინიონი (თელიანი) იყო. რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ეს 20 წლის ღვინო, ერთერთი საუკეთესო გამოდგა, წარმოდგენილ ნიმუშებს შორის.

   ასევე ძალიან კარგ ფორმაში იყო, 1999 წლის მოსავლის მუკუზანი, 2000 წლის მოსავლის ნაფარეული, 2002 წლის ლეჩხუმური ცოლიკაური, 2004 წლის მოსავლის ტვიში და ბარაკონი, საფერავი 2001, მუკუზანი 2000 და წინანდალი 2000.

   ასევე იყო ნიმუშები, რომეთაც უკვე ამოწურული ჰქონდათ თავიანთი დავარგების პოტენციალი. ასეთი ღვინოები დაძველებას აღარ გააგრძელებენ და ადგილს დაუთმობენ მომავალი წლების საუკეთესო მოსავლის ღვინოებს.

მილდიანის ენოთეკა ძველი ღვინოები

რთველი 2018
14-09-2018

რთველი 2018

ავტორი: მილდიანი

   რთველი კახეთში უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ამ დროისათვის საოჯახეო მეღვინეობა მილდიანის ღვინის საწარმოს, მიღებული აქვს კახური ყურძნების ყველა წამყვანი და პოპულარული ჯიში. ყველაზე დ

სრულად ნახვა
მეღვინეობა მილდიანი და თანამედროვეობა
14-09-2018

მეღვინეობა მილდიანი და თანამედროვეობა

ავტორი: მილდიანი

   საოჯახო მეღვინეობა მილდიანის საწარმო, დაარსებიდანვე აღჭურვილია თანამედროვე, უმაღლესი დონის, იტალიური დანადგარებითა და ტექნოლოგიებით. დროის მსვლელობასთან ერთად, ბუნებრივია იცვლე

სრულად ნახვა

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0