რა არის ქვევრი?

უძველესი საღვინე ჭურჭელი

ქართული ქვევრი მსოფლიოში უძველესი, 8000 წლიანი ისტორიის მქონე, უნიკალური საღვინე ჭურჭელია. 2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ყველაზე ძველი საღვინე ჭურჭელი საქართველოში, მარნეულის ტერიტორიაზეა ნაპოვნი, რომელიც ძვ. წ. VI-V ათასწლეულით თარიღდება.

ქართული ქვევრი დღეს

ქართული ქვევრი თიხისაგან მზადდება და გამოიყენება როგორც ფერმენტაციისთვის, ასევე ღვინის შესანახად და დასავარგებლად.  ქართული ქვევრი მიწაში ყოველთვის ყელამდეა ჩაფლული. სწორედ ამის გამო მისი მოვლა განსაკუთრებულ ცოდნასა და დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ქვევრი აღმოსავლეთ საქართველოში  ტრადიციულ ღვინის მარანშია, ხოლო დასავლეთ საქართველოში ხშირად შენობა-ნაგებობის გარეშე, ღია ცის ქვეშაც გვხვდება.

ქვევრის ღვინო

ქვევრის ღვინის წარმოების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ყურძნის წვენი, კანთან და წიპწასთან ერთად გადის ფერმენტაციას. ამის შემდეგ ფერმენტირებულ ჭაჭაზე (რასაც საქართველოში ღვინის დედას ეძახიან) ექვსი თვის განმავლობაში, ანუ გაზაფხულამდე ვარგდება. შედეგად ვიღებთ ბუნებრივად გაფილტრულ, კრისტალურად სუფთა ქარვისფერ ღვინოს, რომელიც ხშირ შემთხვევაში საოცრად ექსტრაქტულია და მხოლოდ ამ მეთოდით დამზადებული ღვინოებისთვის დამახასიათებელი არომატული და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ამ ტიპის ღვინის ფერი, ყურძნის ჯიშიდან გამომდინარე, შეიძლება იცვლებოდეს ღია ქარვისფერიდან მუქ ქარვისფერამდე.


Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0