საოჯახო მეღვინეობა მილდიანის ისტორია

„საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება.

ყველაფერი მეღვინეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით დაიწყო. პირველ ხანებში, ქვეყანაში არსებული ღვინის მარაგების შესყიდვა და ექსპორტი ხდებოდა, რაც მცხეთაში ღვინის ჩამოსასხელი საკუთარი საწარმოს აშენების წინაპირობა გახდა. სულ მალე იქვე აშენდა საკუთარი კერამიკის საამქრო, სადაც მრავაფლეროვანი კერამიკული ღვინის ბოთლები მზადდებოდა. ამ საამქროს მიერ გამოშვებული თიხის ბოთლები, რომლებშიც კომერციალიზაციის მიზნით ღვინო ჩაისხა, პირველი პრეცენდენტი იყო პოსტსაბჭოთა საქართველოში.

მილდიანის ღვინის საწარმო წინანდალში

რამდენიმე წელში, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგად, საკუთარი ღვინის საწარმოს მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი, რომელიც უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარებით აღიჭურვა. ეს საწარმო კახეთში, მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ზონაში - წინანდალში მდებარეობს. აქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინოები და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელები, რომელთაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა მილდიანის 2002 წლის მოსავლის საფერავი, პირველი ქართული ღინო იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც 2004 წელს პარიზში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე _ ,,Vinalies Internationales” ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

კომპანია მილდიანი მეღვინეობის სხვადასხვა ზონებში საკუთარ ვენახებს ფლობს და სრულად აკონტროლებს ხარისხს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე.

მილდიანი დღეს

დღეისათვის ეს არის მილდიანი ჯგუფი, რომელიც უკვე არა მხოლოდ ღვინის წარმოებაშია წარმატებული. მილდიანი ჯგუფის ყოველი წევრი საკუთარ თავს ერთი დიდი ოჯახის წევრად გრძნობს, რაც თითოეული მათგანისათვის პრესტიჟი და სიამაყეა.

”მილდიანი ჯგუფის” მფლობელობაშია: შპს ”წინანდლის ძველი მარანი”,  შპს ”გურჯაანის ღვინის მარანი”, სუვენირული ღვინოების საწარმო _ შპს ”ვაზი-1” და სადისტრიბუციო კომპანია _ შპს ”ლეთრე”.

„საოჯახო მეღვინეობა მილდიანი“ თავის მრავალფეროვან, მაღალხარისხოვან და თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციას წარმატებით ყიდის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.


Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0